|
გახსოვდეთ, ჩვენთან პროდუქციის შეძენით საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას ეხმარებით.
,,პანეტერია" დაარსებულია საქველმოქმედო ფონდ ,,საქართველოს კარიტასის"მიერ.
,,კარიტასი" უკვე ცამეტი წელია საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას ეხმარება. ესენი არიან მარტოხელა, უმწეო მოხუცები, უპატრონო და უსახლკარო ბავშვები, სნეულნი თუ ხეიბარნი, ყველანი ვინც სოციალურად დაუცველია, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიური მიკუთვნებისა.
დღესდღეობით ორგანიზაცია დაახლოებით 90 ჰუმანიტარულ პროექტს ახორციელებს, რომელთა მოქმედების არეალი თითქმის მთელი საქართველოა,
,,საქართველოს კარიტასის" პრიორიტეტებია: სოციალური, სამედიცინო და გადაუდებელი დახმარება, განვითარება და რეაბილიტაცია.
პროექტები უცხოელი დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების, კერძო პირების თუ ოჯახების მხარდაჭერით ხორციელდება
ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დარეკოთ
Tel: (+995.32) 942073, 250193
ან დაუკავშირდეთ ინტერნეტის საშუალებით e-mail: caritas-georgia@caritas.ge ვებ –გვერდი www.caritas.ge
რაც შეეხება ,,პანეტერიას" დაარსებას, იგი მიზნად ისახავდა: 1.საქართველოს მოსახლეობისთვის იტალიური, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული პურ–ფუნთუშეულის მიწოდებას 2. სამუშაო ადგილების შექმნას 3. მიღებული მოგებით ,,საქართველოს კარიტასის" ჰუმანიტარული პროექტების დაფინანსებას.
დღესდღეობით თამამად
შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ,,პანეტერიამ" შეძლო: 1. დაემსახურებინა მომხმარებლის ნდობა თავისი მაღალ ხარისხიანი პროდუქციის მეშვეობით, 2. შევქმენით სამუშაო ადგილები 3. შევძელით, თუნდაც მცირე, მოგებული სახსრებით ,,საქართველოს კარიტასის " პროექტებში ჩართული მოქალაქეების დახმარება.
თუმცა, დასახული მიზნების მიღწევას წინ უძღოდა ,,პანეტერიას' პერსონალის დაძაბული შრომა. განსაკუთრებით მძიმე იყო პირველი წლები, ადგილის დამკვიდრება სამომხმარებლო ბაზარზე. სწორედ ამიტომ პატივისცემა გვინდა გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმარ, რომ ელთაც სწორი მენეჯმენტის წყალობით საფუძველი ჩაუყარეს ,,პანეტერიას" ცნობადი სახელის ჩამოყალიბებას. .jpg)
|

პანეტერია, მაღაზია 2001წ

პირველი ,,ძირის პური"
|