შ.პ.ს ,,პანეტერია" 2000 წელს დაარსდა და წარმოებული ხარისხიანი პროდუქციით ღირსეული ადგილი დაიკავა ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე. იტალიური პური, ნამცხვარი, პიცა – ეს რამოდენიმე სიტყვა ნათლად გამოხატავს ჩვენი მუშაობის პროფილს, თუმცა, იმისთვის რომ სრულად აღიქვათ ,,პანეტერიის" სამყარო ერთხელ მაინც უნდა ეწვიოთ თბილისში, ნუცუბიძის II მ/რ–ში (31 76 67; 899 167 167) არსებულ საწარმოს. სწორედ აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ იტალიურ ტექნოლოგიებზე დამზადებული ტკბილეული, პურ–ფუნთუშეული და მოხვდეთ პიცერია–რესტორნის მყუდრო გარემოში. და თუ ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ ამის გაკეთება, მაშინ გახდით ჩვენი ვებ გვერდის ხშირი სტუმარი. მისი საშუალებით შევეცდებით გაგაცნოთ უკვე არსებული მარვალფეროვანი ასორტიმენტი და დროულად გაცნობოთ ჩვენთან დანერგილი სიახლეების შესახებ.
www.livevideo.ge
ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობია :)
2012-05-18
პასკების ფასები
2012-04-13
ახალი ფილიალი ბარნოვზე
ამა წლის 19 დეკემბერს გაიხსნა პანეტერიას ფილიალი ვერაზე, ბარნოვის 60-ში
2012-01-13
გაიხსნა რესტორანი-პიცერია ვერონა
პირველი იტალიური რესტორანი-პიცერია წერეთლის პროსპექტზე. მის: წერეთლის 77 ტელ: 478 475 879 79 48 48
2012-01-12
კომპანიის შესახებ
პანეტერია დაარსებულია საქველმოქმედო ფონდ ,,საქართველოს კარიტასის"მიერ. შ.პ.ს -ს დაარსება მიზნად ისახავდა: 1.საქართველოს მოსახლეობისთვის იტალიური, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული პურ–ფუნთუშეულის მიწოდებას 2. სამუშაო ადგილების შექმნას 3. მიღებული მოგებით ,,საქართველოს კარიტასის" ჰუმანიტარული პროექტების დაფინანსებას.
პიცერია - რესტორანი
იტალიური რესტორანი–პიცერია თქვენი ოცნებების განხორციელების რეალობა. დახვეწილი გემოვნების შესაბამისი მრავალფეროვანი მენიუ და იტალიური პიცის დაუვიწყარი არომატი. და რაც მთავარია ამაღლებული განწყობის შესაქმნელი შესაბამისი გარემო. მობრძანდით და შეიგრძენით იტალიური გემოს საიდუმლო.
საკონდიტრო
იტალიური საკონდიტრო-საცხობი გთავაზობთ:იტალიური რეცეპტურით და მასალებით დამზადებული ნამცხვრებისა და ტორტების ფართო არჩევანს.პანეტერიის ტორტები და ნამცხვრები გამოირჩევა ექსკლუზიური გაფორმებით, რაც შეესაბამება მსოფლიო გაფორმების სტანდარტებს.
© copyright 2008 Panetteria All Rights Reserved
Created by
Visual Studio
free online games